Tuesday, July 23, 2019


პირადი ნომერი: 61009013272
                                       



                                            

პედაგოგიური პრაქტიკის კვლევა

ემოციების კონტროლის უნარის განვითარება









ხულოს წმინდა  აბუსერისძე ტბელის სახელობის სკოლის                                    ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი                                                   ჯეირან ბეჟანიძე
                                                                2019 წელი.



                                                         სარჩევი


თავი პირველი                                                                                        გვერდი
1.    შესავალი ------------------------------------------------------------ 2
1.1    საკვლევი თემის აქტუალობა -----------------------------------
1.2    კვლევის მიზანი ---------------------------------------------------
1.3    სამიზნე ჯგუფი ----------------------------------------------------
1.4    საკვლევი კითხვები -----------------------------------------------
2.     ლიტერატურის ანალიზი -----------------------------------------
3.    კვლევის მეთოდები ------------------------------------------------
4.     მონაცემთა შეგროვება და ანალიზი -----------------------------
4.1    დიაგრამა N1 --------------------------------------------------------
4.2    დიაგრამა N2 --------------------------------------------------------
4.3    დიაგრამა N3---------------------------------------------------------
4.4    დიაგრამა N4 ---------------------------------------------------------
4.5    დიაგრამა N5----------------------------------------------------------
4.6    დიაგრამა N6 ---------------------------------------------------------
4.7    დიაგრამა N7 ----------------------------------------------------------
4.8    დიაგრამაN8-----------------------------------------------------------
4.9    დიაგრამაN9----------------------------------------------------------
5.     კვლევის შედეგები-მონაცემთა ანალიზი -------------------------
თავი მეორე
6.    ინტერვენციების დაგეგმვა და განხორციელება ------------------
7.    ინტერვენციების შეფასება -------------------------------------------
8.    დასკვნები და რეკომენდაციები ------------------------------------
9.    კვლევის შედეგების პრეზენტაცია ---------------------------------
10.  გამოცდილების გაზიარება
11.  ლიტერატურის დასახელება -----------------------------------------
12.  რეფლექსია ------------------------------------------------------------







                                                     თავი პირველი
1.     შესავალი
1.1.          საკვლევი თემის აქტუალობა
პირადი პედაგოგიური პრაქტიკის კვლევისათვის თემის შერჩევისას თავდაპირველად სასწავლო აქტივობების ეფექტურობასთან დაკავშირებული პრობლემა მინდოდა ამერჩია. ამ მიმართებით გარკვეული წარმატებებიც მაქვს, მაგრამ რამდენიმედღიანმა ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო გამოწვეულმა ვითარებამ ჩემი არჩევანი შეცვალა- როგორც ავადმყოფობას განკურნება სჭირდება, ისე ჩემს მუშაობაში არსებულ ნაკლოვანებას-გასწორება, და კვლევის თემად ავირჩიე პრობლემა, რომლის აღიარება საკუთარ თავთანაც კი არ მსურდა.
    შვიდი წელია უფროსკლასელებთან ვმუშაობ, წელს V კლასის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლობა და კლასის დამრიგებლობა დამავალეს. გამიხარდა, დაბალ საფეხურზე სწავლება გაცილებით იოლია, მაგრამ ჩემი სიხარული ხანმოკლე იყო. ჩემი მეხუთე კლასი ერთი დიდი პრობლემათა ხარაჩო აღმოჩნდა, თუ ხარაჩო არ დაიშლებოდა, შენობა რაგინდ კარგი მეთოდებითა და აქტივობებით აშენებულიყო, უსარგებლო და უშედეგო იქნებოდა.
    დავიწყე ფიქრი ,,პრობლემათა ხარაჩოს“ შეცვლაზე. სიტუაცია იყო შემდეგნაირი: მეხუთეკლასელი ბავშვები ერთმანეთს უხეში სიტყვებით , ხშირად შეურაცხმყოფელითაც, მიმართავდნენ, არქმევდნენ მეტსახელებს. პატარა უსიამოვნების გამოც ჯგუფიდან განაცალკევებდნენ თანაკლასელს, ,,შენთან აღარ ვიმეგობრებო“ .ქცევას ვერ აკონტროლებდნენ, ლაპარაკობდნენ ძალიან ხმამაღლა, ყვირილით, ადვილად ,,ფეთქდებოდნენ“ , სიცილიც კი უსიამოვნო იყო, სიხალისე დაივიწყეს. ეს განწყობა გაკვეთილზეც გადმოდიოდა და ძალიან გამიჭირდა სასწავლო მიზნის მიღწევა, განსაკუთრებით ტექსტის ზნეობრივ-ემოციური ზეგავლენის გაცნობიერება.
    ჩემი სადარდებელი კოლეგებს გავაცანი, ყველა საგნის მასწავლებელსაც იგივე პრობლემა ჰქონდა. შევხვდი მშობლებსაც. გულახდილი დიალოგის დროს გამოჩნდა, რომ ოჯახში უმცროსს ან უფროს და-ძმებთან ურთიერთობაშიც ავლენდნენ მსგავს ქცევებს.
               კოლეგებისა და მშობლებისაგან მიღებული უკუკავშირით, რჩევებით მივედი
                გადაწყვეტილებამდე, რომ პრობლემის კვლევა დამეწყო. გადაწყვეტილება სკოლის
დირექციას გავაცანი, მხარდაჭერას შემპირდნენ.
               სავარაუდოდ, კვლევის შედეგების მიხედვით ჩამოყალიბდებოდა  ურთიერთ-
            პატივისცემის, ერთმანეთზე ზრუნვის, ერთმანეთის სიყვარულით გამთბარი გარემო-
           გაკვეთილზე, შესვენებაზე, ოჯახში  მოსწავლეები გახდებოდნენ მშვიდნი, შეძლებდნენ
           საკუთარი ემოციების კონტროლს.

1.2.      კვლევის მიზანი: სოციოემოციური უნარების განვითარებით მოსწავლეებმა შეძლონ საკუთარი ემოციების მართვ
 სამიზნე ჯგუფი: V  კლასის ათი მოსწავლე
 V  კლასის მოსწავლეთა მშობლები
 V კლასის საგნის მასწავლებლები.
1.3    საკვლევი კითხვები:
·              როგორ შევძლებ დადასტურებას, რომ V კლასის მოსწავლეებისათვის შეუფერებელი ქცევების მიზეზი ის არის, რომ მოსწავლეებს არ შეუძლიათ საკუთარი ემოციების კონტროლი?
·              მოვიპოვებ და გავაანალიზებ ლიტერატურას, გავითვალისწინებ სხვების გამოცდილებას იმის თაობაზე, თუ რა არის სოციოემოციური უნარების განვითარების ეფექტური საშუალებები , რა ვუყოთ ემოციებს და სხვა საკითხებს პრობლემასთან მიმართებაში და რამდენად განვსაზღვრავ კლასისათვის საჭირო მიდგომებს.
·          მონაცემთა შეგროვებისათვის რამდენად სწორად შევარჩევ კვლევის მეთოდებს და შევძლებ პროგრამული დამუშავების ანალიზს.
·            რამდენად მიზნობრივად  დავგეგმავ  და შედეგიანად განვახორციელებ ინტერვენციებს.
·          როგორ ჩამოვაყალიბებ დასკვნებს და რეკომენდაციებს ისე, რომ ზუსტად ასახოს კვლევის შედეგები და გასაზიარებლად სასარგებლო იყოს.














2.     ლიტერატურის ანალიზი
                                         მოსწავლის ქცევის კოდექსი (20 ,V)
                                     კვლევისათვის საჭირო მივიჩნიე შემდეგი:
·         ხელი შეუწყოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში თვითდისციპლინის  და სხვათა პატივისცემის დამკვიდრებას;
·         თავიდან აიცილოს ყველა სახის კონფლიქტი მოსწავლეებს, დირექციასა და სკოლის სხვა თანამშრომლებს შორის;
·         უზრუნველყოს მოსწავლეთა მისაღები ქცევები;
·         უზრუნველყოს სკოლაში ურთიერთგაგების, ჰარმონიისა და სხვაზე ზრუნვის ატმოსფეროს შექმნა;
·         უზრუნველყოს სკოლის თითოეული მოსწავლისა და თანამშრომლის კეთილდღეობა და ხელი შეუწყოს მათში ინდივიდუალური პასუხისმგებლობის გრძნობის განვითარებას;
მუხლი 4. მასწავლებელთან და სკოლაში დასაქმებულ სხვა პირთან დამოკიდებულება.
მოსწავლე ყოველთვის თავაზიანია მასწავლებელთან და  სკოლაში დასაქმებულ სხვა პირთან ურთიერთობაში და არ აყენებს მათ რაიმე სახის შეურაცხყოფას.
  მოსწავლე ემორჩილება სკოლის დირექტორის, მასწავლებლის, სკოლაში დასაქმებული სხვა პიროვნებისა და მანდატურის კანონიერ მითითებებს
მუხლი5. მოსწავლეებთან დამოკიდებულება
მოსწავლე თავაზიანად  ეპყრობა სხვა მოსწავლეებს, თავს იკავებს მათთან ძალადობისა და მუქარისგან, ცილისმწამებლური ან დამცინავი განცხადებებისგან და არ აყენებს მათ რაიმე სახის შეურაცხყოფას.
·         საქართველოს კანონის ,, ზოგადი განათლების შესახებ“
 გავითვალისწინე, რომ სკოლა ვალდებულია ,, დაიცვას და ხელი შეუწყოს მოსწავლეებს. მშობლებს და მასწავლებლებს შორის შემწყნარებლობისა და ურთიერთპატივისცემის დამკვიდრებას, განურჩევლად მათი სოციალური, ეთნიკური ,ლინგვისტური და მსოფლმხედველობრივი კუთვნილებისა“ . აღმოჩნდა, რომ იგივე პრობლემა აქვთ ამ კლასში თითქმის ყველა მოსწავლესა და საგნის მასწავლებელს. მშობლებთან შეხვედრამ კი გვიჩვენა, რომ შვილების ქცევა გასულ წლებთან შედარებით მათთან ურთიერთობაშიც დაძაბულია.
        ფსიქოლოგ აბრაამ მასლოუს ,,მოთხოვნილებათა იერარქიის“ მიხედვით სამი მოთხოვნა პირველადია, ხოლო დანარჩენი ორი-შეძენილი. ჩემი აზრით, ამ ასაკის ბავშვებს ეს მოთხოვნები გადანაცვლებული აქვთ, მათ ჰგონიათ, გაიზარდნენ, რადგან V კლასში გადავიდნენ,  ჰყავთ სხვადასხვა საგნის მასწავლებელი.
     საყურადღებოდ მივიჩნიე ის, რომ მასლოუს  თეორიის მიხედვით ქცევას განსაზღვრავს პიროვნების მოთხოვნილება, მათ უჩნდება მაღალი მოთხოვნები:  დაფასება, თვითრეალიზება, განსაკუთრებით კი  დაფასება. თუ მოსწავლე ვერ გრძნობს გარშემო მყოფთა სიყვარულსა და პატივისცემას , არ აღიარებენ მას, როგორც სხვადასხვა ნიჭითა და უნარებით დაჯილდოებულ პიროვნებას, შესაძლოა, ქცევითი დარღვევებიც აქედან მოდიოდეს.
     ,, ყველა ადამიანს, მასწავლებელსა თუ მშობელს, მოზარდების ხსენებისას თავში მოსდის სიტყვები: ,,ჯიუტი“, ,,ზარმაცი“, ,,ზედაპირული“, ,,ბუტია“, ,,შურიანი“, ,,ეგოისტი“, თუმცა, რა თქმა უნდა, ყველა მოსწავლე ასეთი არ არის, მასლოუ  სწორად შენიშნავს , რომ ამ ასაკში აღგზნება მნიშვნელოვნად ჭარბობს შეკავებას. მე ვეთანხმები მოსაზრებას, რომ ყველა გაკვეთილი და კლასგარეშე აქტივობა ისე უნდა დაიგეგმოს, რომ ამ ასაკის მოსწავლეთა ინტერესები გავითვალისწინოთ და მივაწოდოთ მათ გონივრული უკუკავშირი. სასწავლო პროცესსა თუ არაფორმალურ აქტივობებში ყველა მოსწავლე უნდა ჩავრთოთ.
      ჩემთვის საინტერესო აღმოჩნდა რევაზ ხოფერიას 2017 წლის 3 მაისს ინტერნეტ გაზეთ maswavlebeli.ge-ში გამოქვეყნებული სტატია ,,მოსწავლეთა უფლებები და მოვალეობები“. ავტორის აზრით, მოსწავლის უფლებების შეზღუდვა რაიმე ფორმით უნდა იყოს  გონივრული და პროპორციული, აგრეთვე მინიმალური, განსაკუთრებით ამ ასაკში.
    დაუშვებელია, მოსწავლის უფლებების იმგვარი შეზღუდვა, რომ მათი უფლება სულაც გაუქმდეს. ვფიქრობ,  ავტორი არ გულისხმობს ისეთ შემთხვევებს, როდესაც მოსწავლეს კარგად აქვს გააზრებული, რომ მისი ქცევა სხვათა უფლებებს არღვევს და ეწინააღმდეგება მოსწავლის ქცევის კოდექსს.
     რ.ნათაძის ,,ფსიქოლოგიის მოკლე კურსში“ გავეცანი ტემპერამენტის ოთხ ტიპს: სანგვინიკს, ქოლერიკს, მელანქოლიკსა და ფლეგმატიკს, რომელიც დამეხმარა მოსწავლეთა ხასიათის ამოცნობაში.
     ციალა მეგრელაძის წიგნში ,,რელიგიურ-ეთიკური ნორმების ცოდნის სასწავლო პროცესში ჩართვის გზები და საშუალებები“ მოცემული სახარებისეული იგავები და მათი განმარტებები მოვარგე მათ ქცევას.
     ვ.ზენკოვსკის ,,პედაგოგიკა“ 1995 წელი.  წიგნში დაწერილმა საკლასო სოციალურმა გარემომ სხვაგვარად დამანახა კლასში შექმნილი ვითარება, საჭიროდ მივიჩნიე, ყურადღება მიმექცია, რის მიხედვით ერთიანდებოდნენ ,,სამეგობრო“ ჯგუფში.
   მაია ბაქრაძე, ნაზავეტ  მეჰლიევა -,, სასიცოცხლო უნარები“  2015 წელი. ჩემთვის სასარგებლო აღმოჩნდა წიგნში მოცემული  სასიცოცხლო უნარ-ჩვევების განვითარების კონცეფცია და შემოთავაზებული აქტივობები ,რომელთაც გამოვიყენებ ინტერვენციებში.
   ი. პინტი,  1986 წელი  ,, თქვენთვის, მშობლებო“ - საინტერესო მაგალითები გამოვიყენე მშობლებთან ურთიერთობისთვის.
  ჯუნა კახიანი- ,,მძიმე მდგომარეობაში ჩავარდნილი ბავშვებისადმი დახმარება“  1998წ. ტრენინგის მასალები. საყურადღებოდ მივიჩნიე მართლა  ,,რა ვუყოთ ემოციებს“,  საინტერესო იყო ახსნა, თუ რატომ ვერ აკონტროლებენ მოსწავლეები ემოციებს.
    წმინდა იოანე ოქროპირი ( IV საუკუნე) - ,,ბავშვთა აღზრდის შესახებ.
    წიგნში,, სიტყვა მართლისა სარწმუნოებისა“  I.
    ,,ბავშვის სულს ეკალი მაშინ უნდა ამოაცალო ,როცა იგი ჯერ კიდევ ნორჩია, თორემ თუ ნარ-ეკლად იქცა მოშორება ძნელია“.
  სოფიკო ლობჟანიძე- სასურველი ურთიერთობების ეთიკა - ინტერნეტ რესურსი 2016 წელი.
    გზამკვლევი II – 2016 - კარგი ორიენტირი გამოდგა კვლევის პროცესის წარმართვისათვის. განსაკუთრებით აღვნიშნავ კვლევის ეთიკას, რომელიც ჩემთვის უცნობი იყო და მისი გათვალისწინება ძალიან დამეხმარა უხერხული სიტუაციების თავიდან აცილებაში, კვლევის პროცესის ნორმალურ ვითარებაში წარმართვაში.
3.     კვლევის მეთოდები
კვლევისთვის შევარჩიე კვლევის რაოდენობრივი მეთოდი. (მასობრივი, ზეპირი თუ წერილობითი გამოკითხვა-ანკეტირება) და კვლევის თვისობრივი მეთოდი (დაკვირვება, დიალოგი, სიღრმისეული ინტერვიუ, ფოკუს ჯგუფები) .
   რაოდენობრივი მეთოდისთვის შეირჩა 10 დახურული კითხვა (დანართი 1) და კითხვები ( ფოკუს ჯგუფი-მეხუთე კლასის ყველა მოსწავლე) (დანართი 2)                                    4     მონაცემთა შეგროვება და ანალიზი
I-კვლევის მიზანი: V კლასის მოსწავლეთა მიერ არაკეთილსაიმედო და ურთიერთუპატივცემულებლობის მიზეზების დადგენა.
კვლევის მეთოდი: ანკეტური გამოკითხვა.
კვლევაში მონაწილეობდა:10 მოსწავლე, საგნის 6 მასწავლებელი
შეკითხვა:რა მიგაჩნიათ მოსწავლეთა შორის არაკეთილსაიმედობისა და უპატივცემულობის მიზეზად?
ა)სხვა სკოლიდან შემომატებული მოსწავლეების გავლენა?
ბ) ეთიკის წესების დაუცველობა?                   გ)ემოციები?
         
                                                         დიაგრამა I
მოსწავლეთა გამოკითხვის შედეგები            
) 21%
) 27%
)52%
შედეგი:მოსწავლეთა გამოკითხვის შედეგად უმეტესად დასახელდა ემოციები
                             
II კვლევის მიზანი:გაირკვეს,რამდენად იცნობენ მოსწავლის ქცევის კოდექსის მოთხოვნებს
კვლევის მეთოდი: ანკეტური გამოკითხვა
კვლევაში მონაწილეობდა 10 მოსწავლე
კითხვა:იცნობ თუ არა მოსწავლის ქცევის კოდექსის მოთხოვნებს
ა)დიახ
ბ)არა
               
მასწავლებელთა გამოკითხვის შედეგი
ა)20%       ბ)29%       გ)51%

                        
                     დიაგრამა 2
    


 II კვლევის მიზანი:გაირკვეს,რამდენად იცნობენ მოსწავლის ქცევის კოდექსის მოთხოვნებს
კვლევის მეთოდი: ანკეტური გამოკითხვა
კვლევაში მონაწილეობდა 10 მოსწავლე
კითხვა:იცნობ თუ არა მოსწავლის ქცევის კოდექსის მოთხოვნებს
ა)დიახ
ბ)არა
   





                                 


                                        დიაგრამა  III
              

          

შედეგი:
             ა) 67%      ბ) 33%

IIIკვლევის მიზანი:გაირკვეს რამდენად გამოხატავენ ერთმანეთის მიმართ კეთილდამოკიდებულებას.
კვლევის მეთოდი: ანკეტური გამოკითხვა
კვლევაში მონაწილეობდა 10 მოსწავლე
კვლევა ჩატარდა 2019 წლის 19 აპრილს.

ანკეტის შეკითხვა:გამოხატავთ ერთმანეთის მიმართ კეთილგანწყობას?
ა)ხშირად  ბ) იშვიათად  გ) არ დავკვირვებივარ


                           
                                  
                            დიაგრამა  IV


       
  ა)25%     ბ)58       გ)17%

ძალიან დამაფიქრებელი შედეგი მივიღეთ. მოსწავლეებს გაცნობიერებული აქვთ,რომ არ გამოხატავენ ერთმანეთის მიმართ კეთილგანწყობას და აგრძელებენ იმავეს.









                                                    დიაგრამაV


შედეგი:მოსწავლეთა უმრავლესობა საკუთარი ემოციების გამოხატვას არ აკონტროლებს.

                
Vკვლევის მიზანი: შემოწმება იმისა,აქვს თუ არა მოსწავლეს საკუთარი ემოციური ქცევით გამოწვეული შედეგის მიმართ სინანულის განცდა
კვლევის მეთოდი:კვლევაში მონაწილეობდა 10 მოსწავლე
შეკითხვა:გინანია თუ არა შენი საქციელი,როცა შედეგი არ მოგეწონა?
ა)დიახ    ბ)არა

შედეგი:სინანული აქვს7%-ს
ეს შედეგი ოპტიმიზმის საშუალებას იძლევა.შინაგანად მზად არიან ცვლილებისათვის.

                                                დიაგრამა  VI


შედეგი:სინანული აქვს 7%
ეს შედეგი ოპტიმიზმის საშუალებას იძლევა.შინაგანად მზად არიან ცვლილებისათვის.

VI კვლევის  მიზანი; დადგინდეს,ვის ენდობიან მოსწავლეები.
კვლევაში მონაწილეობდა 10 მოსწავლე.
კვლევის მეთოდ:ფოკუსჯგუფის გამოყენება
ვის ესაუბრები პირადი პრობლემების შესახებ?
ა)მშობლებს  ბ)მეგობრებს გ)მასწავლებლებს


                                    დიაგრამა   VII

   
ა)   მასწავლებლები 33%;  ბ)მშობლები 17%;  გ) მეგობრები 50%;
   შედეგი დამაფიქრებელია.მოსწავლეები ენდობიან მეგობრებს მაშინ,როცა მათი მეგობრობა ცვალებადია,არ არის კეთილგანწყობილი გარემო,ნაკლები ნდობა აქვთ მასწავლებლებისადმი.ეს ორივე მონაცემი დიდ ყურადღებას მოითხოვს.
 ა)   მასწავლებლები 33%;  ბ)მშობლები 17%;  გ) მეგობრები 50%;
VII კვლევის მიზანი: დადგენა იმისა,რას უყურებენ ტელევიზიით ან ინტერნეტით.
კვლევაში მონაწილეობდა 10 მოსწავლე.
კვლევის მეთოდი გამოკითხვა
კვლევა ჩატარდა 2019 წლის 18 მაისს.








შეკითხვა 1)რას უყურებთ ტელევიზიით?
                   ა)საბავშვო გადაცემებს   ბ)სერიალებს  გ)ფილმებს 
                   დ)არ ვსარგებლობ

                              დიაგრამაVIII

                  
 









2) რას  აკეთებ ინტერნეტში?
                    ა) ვაგროვებ ინფორმაციებს          
                    ბ) ვთამაშობ
                     გ) სოციალური ქსელით ვერთობი
                     დ)არ ვსარგებლობ
                                       დიაგრამა  IX
შედეგი დამაფიქრებელია .საბავშვო გადაცემებს იმიტომ არ უყურებენ,რომ არ არის ხშირად.სერიალებს იმიტომ უყურებენ,რომ
მშობლებს აქვს ჩართული, განსაკუთრებით დედას.ინტერნეტში თამაშობენ აგრესიულ თამაშებს.შეკითხვაზე,ხომ არ გაიხსენებთ ბოლო ერთ კვირაში იმ თამაშს ან გადაცემას ,რომელმაც დადებითი განწყობა შეგიქმნა, პასუხი ვერ გასცა 73%-მა.


V.კვლევის შედეგები
ეს გულისხმობს კვლევის ანალიზების შედეგებზე დაყრდნობით  ინტერვენციის სტრატეგიების შემუშავებას, დანერგვასა და შეფასებას.
მიღებული მონაცემების ანალიზით გამოიკვეთა, რომ მოსწავლეთა 58%-ს დაურღვევია დისციპლინა,67% არ იცნობს მოსწავლეთა ქცევის კოდექსს .მათმა უმრავლესობამ,42% -მა, არ  იცის რატომ არღვევს დისციპლინას, ყურადღების მიქცევა სურს 33%-ს.
მნიშვნელოვანია,  რომ 42% მოსწონს ეს საქციელი. ჩემთვის საინტერესო იყო ის, რომ მოსწავლეთა უმრავლესობა, ანუ75%, ნანობს თავის საქციელს და მხოლოდ 25% არ ნანობს. მოსწავლეთა უმრავლესობა, ანუ 50%, პირადი პრობლემის შესახებ ესაუბრება მეგობრებს, მშობლებს ენდობა 25%,მასწავლებლებს 25% .
ამრიგად, ანკეტური გამოკითხვისას გამოიკვეთა ის მიზეზები, რომლებსაც ვვარაუდობდით და კიდევ ერთი სიახლე, მათ საკუთარი თავი ჰგონიათ მართალი და უკან დახევა არ სურთ.
ფოკუსჯგუფთან შეხვედრისას დისკუსიის დროს დაისვა კითხვები :რატომ გამოხატავ ემოციებს უარყოფითად? რა არ მოგწონს შენი თანაკლასელის ხასიათში? რატომ ყოველთვის არასასიამოვნოს ხედავ? თუ შენი ემოციით ყველას ხასიათი გაუფუჭდა,ეს არ გაღელვებს?
ფოკუსჯგუფმა და ანონიმურმა ანკეტირებამ შესაძლებლობა მომცა გამეკეთებინა არსებული მონაცემების ანალიზი, რომლის საფუძველზე გამოვიტანე დასკვნა, რომ მოსწავლეთა გარკვეულ რაოდენობას ერთმანეთთან ურთიერთობა უჭირს, არიან იმპულსურნი და ფეთქებადნი,  ვერ აკონტროლებენ საკუთარ ემოციებს, არ ფიქრობენ შედეგზე, მოქმედებენ დაუფიქრებლად, თუმცა ზოგჯერ ნანობენ, ისინი შეეჩვივნენ მუდამ უარყოფით გარემოში ყოფნას, ეს ღლის მათ, არ იციან,  როგორ დააღწიონ თავი უსიამოვნო გარემოს.
ინტერვიუ შედგა რამდენიმე მშობელთან, რომელთა შვილებიც მუდმივად უპირისპირდებიან ერთმანეთს. აღმოჩნდა,  რომ ისინი შვილებთან ნაკლებ დროს ატარებენ,  ასე რომ, ამ ასაკის ბავშვებს აკლიათ ყურადღება და აღიარება.




                                     


                                                                თავი II
ინტერვენციების დაგეგმვა და განხორციელება
ინტერვენციების დაგეგმვა

N
ინტერვენციის დასახელება
თარიღი
 ვინ არის ჩართული
შესრულების აღნიშვნა
1
რა არის თვითრეგულაცია, თვითმართვა
3 იანვარი
მოსწავლეები, მასწავლებლები
+
2
საგანმანათლებლო ექსკურსიები
13 მარტი
10 აპრილი
მე და მოსწავლეები
+
3
საინფორმაციო საათი
20 თებერვალი
მოსწავლეები
+
4
სადამრიგებლო საათი ,,მეგობრისკენ სავალი გზები“
4 აპრილი
მოსწავლეები
+
5
პროექტი თემაზე: ,,გარემოს დაცვა ყველას ვალია“
18 აპრილი
მასწავლებლები, მოსწავლეები
+
6
სადამრიგებლო საათი ,,რა ვუყოთ ემოციებს ?“
22 მაისი
მასწავლებელი, მოსწავლეები
+
7
წერილი მეგობარს
27 მაისი
მოსწავლეები
+
8
,,შევცვალოთ მოვალეობები“
15 თებერვალი
მასწავლებელი, მოსწავლეები
+
9
გაკვეთილზე
11 მარტი
მოსწავლეები
+
10
ემოციის კონტროლი
16 აპრილი
მოსწავლეები
+
11
,,ემოციები, მე, მშობლები და მასწავლებელი“
25 აპრილი
მშობლები, მოსწავლეები
+
12
თვითდაკვირვების დღიური
იანვარი-მაისი
მოსწავლეები
+
13
ემოცია, ,,გამარჯობა შენი“
5 ივნისი
მოსწავლეები, მასწავლებლები
+
















                                 
                                        ინტევენცია I
*რა არის თვითრეგულაცია, თვითმართვა?
თვითმართვა არის ადამიანის უნარი, გააცნობიეროს და მართოს საკუთარი ქცევა. აქ იგულისხმება მოსწავლის უნარი ,თავად დაისახოს მიზანი(მაგალითად,  რომელიმე ქცევის შეცვლა),ხოლო შემდეგ დაგეგმოს და განახორციელოს ამ მიზნის მისაღწევად საჭირო ღონისძიებები, მოსწავლეს უჭირს საკუთარი ქცევის ობიექტურად შეფასება. საჭიროა საკუთარ ქცევაზე დაკვირვება და საჭირო ცვლილებების განხორციელება. ამ უნარ-ჩვევების ჩამოყალიბებისათვის მოსწავლემ და მასწავლებელმა ერთად იმუშაონ. ეს პროცესი  რამდენიმე ეტაპად შეიძლება დაიყოს:
1)მიზნის განსაზღვრა
2)თვითდაკვირვების მეთოდის განსაზღვრა
3)წახალისების ფორმების შერჩევა
4)თვითდაკვირვების სისტემის გამოყენება
5)თვითგანმტკიცება
  
თვითდაკვირვების ფორმა---სახელი
ყოველ ერთ საათში აღნიშნე,როგორ იქცევი
+თითქმის არ ვარღვევდი წესრიგს
½დაახლოებით ნახევარი დრო  ვმუშაობდი
-თითქმის არ ვმუშაობდი
9.00-10.00

10.00-11.00
11.00-12.00
12.00-13.00
13.00-14.00
    +
    +
  ½
   -
  +


თვითდამკვიდრების ფორმა-სახელი
ყოველ სასწავლო დღეს აღნიშნე,როგორ მოიქეცი
+თითქმის არ დამირღვევია წესრიგი და არ მქონია კონფლიქტი არავისთან
½  ზოგჯერ მქონდა აგრესია ბავშვებთან
-სულ ვკამათობდი და ვჩხუბობდი

ორშაბათი
სამშაბათი
ოთხშაბათი
ხუთშაბათი
პარასკევი
1/2
-
+
-
+


II ინტერვენცია
 * დავგეგმე და ჩავატარე  მინი სპექტაკლი ხელოვნების მასწავლებელთან ერთად თემაზე ,,მგელი და კრავი’’, რომელშიც ყველა მოსწავლე ჩაერთო. ამ  დადგმამ ისინი დააფიქრა თავიანთ ქცევაზე,  ერთმანეთის დაჩაგვრასა და წყენინებაზე,  ბოროტებაზე. სპექტაკლი მოსწავლეებმა გააფორმეს,გააკეთეს აფიშა,ტყის დეკორაცია,ნახატები,მგლისა და კრავის კოსტიუმები თავად დაამზადეს. ამ მზადებამ მათ დაავიწყა  უთანხმოება,ისინი სიამოვნებით თანამშრომლობდნენ ერთმანეთთან, ზრუნავდნენ ერთმანეთზე.
                                       III ინტერვენცია
საგანმანათლებლო ექსკურსიები
*  კლასი წავიყვანე რაიონის ეთნოგრაფიულ მუზეუმში და სამხატვრო გალერეაში.
ბავშვები დიდი ინტერესით ათვალიერებდნენ ჩვენი კუთხისთვის დამახასიათებელ  უძველეს ხელნაკეთ ნივთებს, სახლების მაკეტებს,ქვევრებს,ისინი ერთმანეთს უხსნიდნენ და უზიარებდნენ შთაბეჭდილებებს.სამხატვრო გალერეაში ყურადღებით ათვალიერებდნენ ნახატებს,ყურადღება გადატანილი ჰქონდათ  ნამუშევრებზე,აგრესია და გაუტანლობა საერთოდ არ იგრძნობოდა.
მოსწავლეები დიდხანს ხალისით საუბრობდნენ ამ აქტივობებზე.
გააკეთეს ჩანაწერები და მოაწყვეს ,,ჩანაწერთა გამოფენა“ , სადაც გაეცვნენ ერთმანეთის ჩანაწერებს, ჩაუწერეს კომენტარი. ყველა კომენტარი თბილი და სასიამოვნო წასაკითხი იყო. შეკითხვებიც გაისმოდა ,, ხომ მოგეწონა? „

                                 IV ინტერვენცია
                           საინფორმაციო საათი
*  გავაცანი და განვიხილეთ  მოსწავლის ქცევის კოდექსი და საქართველოს კანონი ,,ზოგადი განათლების შესახებ“
ქცევის კოდექსი:
  • ხელი შეუწყოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში თვითდისციპლინის და სხვათა პატივისცემის დამკვიდრებას;
  • თავიდან აიცილოს ყველა სახის კონფლიქტი მოსწავლეებს, დირექციასა და სკოლის სხვა თანამშრომლებს შორის;
  • უზრუნველყოს მოსწავლეთა მისაღები ქცევები;
  • უზრუნველყოს სკოლაში ურთიერთგაგების, ჰარმონიისა და სხვაზე ზრუნვის ატმოსფეროს შექმნა;
  • უზრუნველყოს სკოლის თითოეული მოსწავლისა და თანამშრომლის კეთილდღეობა და ხელი შეუწყოს მათში ინდივიდუალური პასუხისმგებლობის გრძნობის განვითარებას;


ავუხსენი, რომ საქართველოს კანონი ,,ზოგადი განათლების შესახებ“  კრძალავს სკოლაში ქცევის დარღვევასა და ძალადობას მოსწავლის ან ნებისმიერი სხვა პირის მიმართ: ,,ფიზიკური ან/ და სიტყვიერი შეურაცხყოფის შემთხვევაში სკოლა ვალდებულია, დაუყოვნებლივ მოახდინოს სათანადო რეაგირება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით“. სკოლა ვალდებულია ,,დაიცვას და ხელი შეუწყოს მოსწავლეებს,  მშობლებს და მასწავლებლებს შორის შემწყნარებლობისა და ურთიერთპატივისცემის დამკვიდრებას,  განურჩევლად მათი სოციალური, ეთნიკური ,ლინგვისტური და მსოფლმხედველობრივი კუთვნილებისა“(საქართველოს კანონი  ,,ზოგადი განათლების შესახებ,  “მუხლი 13(6)
                                                      ინტერვენცია V
                                  სადამრიგებლო საათი ,,მეგობრისკენ სავალი გზები“
* გავაცანი  რელიგიურ-ეთიკური ნორმები და შეგონებანი:
,,გიყვარდეს მოყვასი შენი“(მათე 22,39).
,,გიყვარდეს მტერი შენი“ ,,მეგობრისკენ სავალი გზები“ ,შევასრულებინე სავარჯიშო -ემოციების დაფიქსირება, ემოციების გამიჯვნა.
კითხვები დიალოგისთვის: გულწრფელად რომ ვაღიაროთ,  მოგვდის ჩხუბი მეგობართან-ეს იქნება სასწავლებელში,  სახლში, ეზოში თუ სხვაგან  .იქნებ გავიხსენოთ რაზე ხდება უთანხმოება?
დავალება როლით თამაში
თემა: ,,ჩხუბის შემდეგ“.
მიზანი  :,,ვიპოვოთ შერიგების გზა“
ადგილი  :,,ეზოში,“ ,,შესვენებაზე“,  ,,სპორტულ მოედანზე“, ,,უფროს და-ძმასთან“
თამაშის დასრულების შემდეგ გაიმართება აზრთა გაზიარება
                                   ინტერვენცია VI
 პროექტი ინგლისური ენის მასწავლებელთან ერთად თემაზე:  ,,გარემოს დაცვა ყველას ვალია“
გავაკეთეთ პლაკატები,  გავაკარით  სხვადასხვა ადგილას, ინგლისური და ქართული წარწერით, შევიძინეთ ხელთათმანები, პოლიეთილენის დიდი პარკები  და დავასუფთავეთ სკოლის მიმდებარე ტერიტორია, ბავშვები ყოველ ნივთს ინგლისურად ასახელებდნენ,  ამ პროექტმა ძალიან დაახლოვა ბავშვები,  ისინი შეხმატკბილებული მუშაობდნენ, მხიარულობდნენ, ხალისით ასრულებდნენ სამუშაოს
                                 VI I ინტერვენცია
,,რა ვუყოთ ემოციებს?“ - სადამრიგებლო საათი.
·         რა ფერის ასოციაციას თქვენთვის სიტყვა ,, ემოცია“ ?
·         დაფაზე დახატულია ორი კაცუნა, ერთი მწუხარების ემოციას გამოხატავს, მეორე- სიხარულს
ა) გთხოვთ დააკვირდეთ საკუთარ თავს, რით გრძნობთ მწუხარებისას?
(დასახელებული ადგილები მოვნიშნოთ კაცუნას სახეზე)
ბ) გთხოვთ, დააკვირდეთ საკუთარ თავს, რით გრძნობთ სიხარულს?
( დასახელებულ ადგილს მოვნიშნავ კაცუნას სახეზე)
·         გავაკეთოთ დასკვნა: შეიძლება სიხარულიც და მწუხარებაც ერთსადაიმავე ადგილზე ვიგრძნოთ?
·         გთხოვთ დააკვირდეთ, რა განცდა გაქვთ, როცა ვინმეს ემოცია ვითარების შესაბამისი არ არის?
·         მე რომ რამე შემეშალოს მოსწავლესთან ურთიერთობაში და გითხრათ ,,მაპატიეთ“ - ეს დამამცირებს თქვენს თვალში?
·         კარებს რომ გავიხურავთ, ერთად ვრჩებით მე, თქვენ და გაკვეთილი, როგორს გინდათ რომ მხედადეთ?
·         არის შეგონება- ,,რაც შენთვის არ გინდა, სხვას ნუ გაუკეთებ“ ხომ არ ჩამოაყალიბებდით თქვენეულ ხედვას?
·         როგორ ფიქრობთ, ემოცია უნდა გამოვხატოთ თუ შევიკავოთ?
·         დავწეროთ ესე: ,,რა ვუყოთ ემოციებს ? „ ვისაც სურვილი გაქვთ წარმოადგინეთ.

                      

                             VIII ინტერვენცია
                        ,,წერილი მეგობარს ’’
  სიტუაცია: გარკვეული მიზეზის გამო მოგიხდათ გამგზავრება ერთი თვით. დაკავშირება მეგობართან შეგიძლიათ მხოლოდ ერთი თვის გასვლის შემდეგ. რა მესიჯს მიწერდით?  ვისაც გსურთ, გაგვიმხილეთ, ვის და რას მისწერდით .
  ინტერვენცია ჩაიარა მხიარულადაც და სევდიანადაც, მაგრამ იყო სიყვარული, მონატრება

                                              IX ინტერვენცია
                                ,, შევცვალოთ მოვალეობები“
როლით თამაში: ,,  დღეს მე ვარ კლასის დამრიგებელი“. ოთხმა მოსწავლემ გამოთქვა სურვილი წყვილებში იყოს კლასის დამრიგებელი და ჩაუტაროს კლასს ,,სადამრიგებლო საათი“. თემა თვითონ აირჩიეს, მე მხოლოდ ფასილტატორი ვიყავი დაწყებამდე.
I წყვილმა ჩაატარა სადამრიგებლო საათი თემაზე: ,, რა მასწავლა ბებიამ და ბაბუამ?“
II წყვილმა ჩაატარა სადამრიგებლო საათი: ,, ცა რომ  სარკე იყოს“ ორივე ერთ სადამრიგებლო საათზე ჩატარდა. მოსალოდნელზე მეტი ეფექტი გამოიწვია. ერთმანეთს უსმენდნენ, აფასებდნენ, მსჯელობდნენ.

                                                    X ინტერვენცია
                                                    გაკვეთილზე:
   ემოციების კონტროლისთვის აქტივობები დავგეგმე გაკვეთილებზეც.
 ვთავაზობ მათ ახალ-ახალ სტრატეგიებს (ინტერვიუ სამი ნაბიჯი, როლური თამაში, პერსონაჟის გასამართლება, დისკურსია და სხვ.) რაც მთავარია, ვაძლევ არჩევანის საშუალებას, რომელი სტრატეგიის განხორციელება  უნდათ.

                                                            




                                                            X I ინტერვენცია
                                              შეხვედრა მშობლებთან
,, ემოციები, მე, მშობლები და მასწავლებლები“
ჩაიწერეთ,  როგორი საალერსო სიტყვით მიმართავენ ოჯახში პატარას. ,,ჩაიწერეთ ხუთი სიტყვა, რომელსაც თამაშის დროს გაიგონებთ, რას მოვიმოქმედებდი, როცა გავიგე, რომ...
                                                
                                              XII  ინტერვენცია
                                             ემოციის კონტროლი
  ჩატარდა გაკვეთილზე- სრულ პროცესში, როგორც აქტივობა ჩართული იყო მთელი კლასი.
·         სიტუაციის მიმართ ემოციის გამოხატვა (ინდივიდუალური სამუშაო)
·         ანალიზი- ემოციების გამოხატვა რა გავლენა იქონია შედეგზე
·         წარდგენის შემდეგ მსჯელობა: ,,ეს ემოცია რომ ასე არ გამომეხატა, .... ,
,, ეს ემოცია ასე რომ გამოვხატე, .............“
·         დასკვნა: ემოციის კონტროლით შევძლებ: ,, თითოეული მოსწავლე წერს ფერად წებოვან ფურცელზე და ამაგრებს ფლიფჩარტზე“.
·         მასწავლებლის რჩევა- ეს ფლიფჩარტი დავტოვოთ საკლასო ოთახის კედელზე, რომ ყოველთვის გვახსოვდეს: ,, ემოციებს კონტროლი სჭირდება“


                                             XIII ინტერვენცია
           თვითდაკვირვების დღიური  ჩატარდა სადამრიგებლო საათზე
·         დავალება თვითდაკვირვების დღიურის წარმოებისთვის
·         ინტერვენცია, თაბახის ფურცელი გავყოთ ორ ნაწილად. სქემა ორმხვრივი  ჩანაწერის  დღიური“
მარცხენა მხარეზე დავწეროთ სიტუაცია, რომელშიც ავღმოვჩნდი ან შევქმენი, მარჯვენა სვეტში აღვწერო ჩემი რეაქცია.
თვითდაკვირვების დღიურის შევსების შემდეგ, დავწეროთ თვითგანაჩენი. დღიურის მარცხენა სვეტში ვწერთ მთელი დღის განმავლობაში შექმნილ სიტუაციას -გაღვიძებიდან....... კომენტარს ვაკეთებთ მეორე დღეს და სურვილის მიხედვით წარმოვიდგინე სადამრიგებლო საათზე“

                     
                              
                                 XIV ინტერვენცია
                    ,,ემოცია, გამარჯობა შენი“
         ჩატარდა გაკვეთილის შემდეგ
*სხვადასხვა სავარჯიშოები
*პედაგოგიური ინოვაციები ბავშვებისათვის
*სიტუაციათა გარჩევა
დიალოგი: იყო კარგი მეგობარი, ეს ნიშნავს შეგეძლოს ბევრი რამის მოთმენა, ბევრი რამის დავიწყება, ბევრი რამის პატიება“
თვითშეფასების ესეების გამოფენა: ,,რანი ვიყავით,  რანი ვართ“
მოსწავლეთა უმრავლესობამ არ დაწერა ,,რანი ვიყავით“, აღნიშნეს ,,არ მინდა მოგონება“, ,,ნუ გამახსენებ“
                 ინტერვენციების შეფასება
  ინტერვენციები ჩატარდა სადამრიგებლო საათზე და გაკვეთილზე სხვადასხვა ფორმით. მოსწავლეები აქტიურად ჩაერთვნენ, განსაკუთრებით ეფექტური იყო ,,საგანმანათლებლო ექსკურსია“, ,,რა ვუყოთ ემოციებს, ,,მეგობრისაკენ სავალი გზები“ და ,,ემოცია, გამარჯობა შენი“.
ინტერვენციების ჩატარების პროცესში თანდათან უმჯობესდებოდა პრობლემები, მივაღწიეთ კეთილგანწყობილი გარემოს შექმნას.

                    დასკვნები, რეკომენდაციები
*მოსწავლეთა შორის არაკეთილგანწყობილი ურთიერთობა, რაც გამოვლენილი იყო V კლასელებში ასაკის თავისებურებებთან მიმართებაში) გაბუტვაში,  სასკოლო თანაგრძნობის უუნარობაში, გარკვეულ სიტუაციაში დაცინვაში, უხეშად მიმართვაში, ერთმანეთის  წარმატების არაღიარებაში  ,,გამოწვეული იყო იმით,  რომ მოსწავლეებს არ შეძლოთ საკუთარი ემოციების კონტროლი, რაც უარყოფით გავლენას ახდენდა სასწავლო პროცესში ჩართულობასა და ყოფაქცევაზე გაკვეთილზე და გაკვეთილის გარეთ.
*ემოციების კონტროლისთვის ეფექტურია ემოციური უნარების განვითარებაზე ზრუნვა,  უპირველესად გაცნობიერება იმისა, თუ რა არის თვითრეგულაცია, თვითმართვა,  ემოცია.
*სასარგებლო აღმოჩნდა საგნის მასწავლებლებთან ერთად  თვითრეგულაციისა და ემოციური უნარების გაცნობა, სტრატეგიების შერჩევა.
*შედეგიანი იყო ინტერვენციების დაწყება მოსწავლეებისათვის ნაცნობი თემით და არასაგაკვეთილო მუშაობის ორგანიზებით ,,საგანმანათლებლო ექსკურსია“
*დადებითი შედეგი გამოიღო იმ მოთხოვნების გაცნობიერებამ, რომელიც ქცევის კოდექსთან და ზოგადი განათლების კანონთან არის დაკავშირებული
*ეფექტიანი  იყო მეგობრობის ცნების გააზრება სხვადასხვა ხედვით ჩხუბის შემდეგ შერიგების გზების ძიება
*დამაფიქრებელი და სახელმძღვანელოა მუშაობის წარმართვა ისეთ საკითზე, როგორიცაა ,,რა ვუყოთ ემოციებს“.
*ემოციების  კონტროლს ხელს უწყობს მოვალეობების გაცნობიერება მასწავლებლის, თანაკლასელის, კლასის დამრიგებელის, მშობლების, ბებია-ბაბუის წინაშე.
*თვითრეგულაციის უნარის განვითარებისათვის სასარგებლოა ისეთი აქტივობების განხორციელება, რომელიც მოიცავს თვითდაკვირვების დღიურის  შედგენასა დაკომენტარს, ემოციების კონტროლის აუცილებლობის გააზრება.( იხ.  ინტერვენცია XI,XII,XIII,XIV)
*ინტერვენციების ჩატარება შესაძლებელია როგორც საგაკვეთილო პროცესებსი, ასევე არასაგაკვეთილო დროს. ემოციების კონტროლის უნარზე დაუფლებული მოსწავლეები ქმნიან კეთილგანწყობილ გარემოს, რაც დადებითად აისახება აკადემიურ მოსწრებაზე და მოსწავლეთა ფსიქიკაზე: სწავლის შედეგები გაცილებით უკეთესი მივიღეთ ყველა საგანში, ბავშვები არიან მშვიდნი,   მომთმენნი,   მპატიებელნი.
             
                 9. კვლევის შედეგების პრეზენტაცია
                      გამოცდილების გაზიარება
კვლევის შედეგების პრეზენტაცია ჩატარდა კათედრის ღია სხდომაზე, ესწრებოდნენ: საგნის მასწავლებლები, კლასის დამრიგებელი, მშობლები. პრეზენტაციაზე წარვადგინე კვლევის ყველა მასალა, ყოველდღიური ჩანაწერის დღიურიც კი .  გამოცდილების გაზიარება შევთავაზე სხვადასხვა მიმართულებით: ინტერვენციების პროგრამა, მონაცემთა შეგროვების მასალები, ფოტოკოლაჟი, ინსტრუქტაჟი, შევთავაზე ჩემი მოსწავლეების ჩართვაც.
     პრეზენტაციაზე გაიმართა დისკურსია. აღინიშნა, რომ იმ დარღვევების მიზეზი, რაც V კლასში ხდებოდა, იყო ემოციების უკონტროლობა და ეს ჩათვალეს ჩემს წარმატებულ მიგნებად. დადებითად შეაფასეს ინტერვენციები. მივიღე რჩევები, რომ საჭიროა მუშაობის გაგრძელება ამ მიმართულებით  ასაკის გათვალისწინებით შემდგომ კლასებშიც, რომ დაუფლებული არ გაუფერულდეს. გავიზიარე კრიტიკა იმის თაობაზე, რომ სათანადო ყურადღება არ დავუთმე ტელევიზიისა და ინტერნეტის უარყოფით გავლენას.
    ამ კრიტიკას გავითვალისწინებ და მომავალ წელს დავგეგმავ სადამრიგებლო საათსა და საგაკვეთილო პროცესებს იმ მიმართულებით, რომ მოსწავლეები კარგად გაერკვნენ ინტერნეტის სასარგებლოდ გამოყენებაში.





ბიბლიოგრაფია

1.      რ. ნათაძე - ფსიქოლოგიის მოკლე კურსი;
2.      ნინო ჩიქოვანის სტატიები;
3.      მანანა ბოჭორიშვილი - ,,აბრაამ მასლოუს მოთხოვნინებების იერარქიის თეორია და პედაგოგიკა’’;
4.      ციალა მეგრელაძე, ხათუნა მახარაშვილი, გენადი გელაძე- სოციალური პედაგოგიკა;
5.      ციალა მეგრელაძე - რელიგიურ- ეთიკური  ნორმების ცოდნის საგანმანათლებლო პროცესში ასახვის გზები და საშუალებები;

6.      სოციალური უნარების განვითარება http://mastsavlebeli.ge/?p=2453;

7.      ნინო ნიჟარაძე, ქერი მაკლეინი, ტერეზა ბოლი - სასწავლო და პროფესიული გარემო - დამხმარე სახელმძღვანელო III;

8.      მარიამ ხაჭაპურიძე, ანა ქათამაძე - საინფორმაციო ბროშურა ერთად ვიხმაუროთ ბულინგის წინააღმდეგ, ავტორი;

9.      ნინო ლაბარტყავა  - ,,მოზარდობის ასაკი’’

10.   ვასილ ზენკოვსკი-პედაგოგიკა- პარიზი 1995.

11.ჯუნა კახიანი - მძიმე მდგომარეობაში ჩავარდნილი ბავშვებისადმი დახმარება. ტრენინგის მასალები 1998 წ.
12.თომას   ვასი- ბავშვები , განსაკუთრებულ მზრუნველობას რომ საჭიროებენ. 2003
      13.პინტი - თქვენთვის მშობლებო 1986.

14.საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანება N 79/ნ
  2010 წლის 30 აგვისტო ქ. თბილისი
  მოსწავლის ქცევის კოდექსის დამტკიცების შესახებ
     15.ლობჟანიძე სოფიკო- სასკოლო ურთიერთობების ეთიკა- ინტერნეტ რესურსი.

                                            რეფლექსია
პედაგოგიური პრაქტიკის კვლევისათვის შევარჩიე თემა ,,ემოციების კონტროლი თვითრეგულაციისათვის“ . თემის აქტუალობას განაპირობებდა არა კეთილგანწყობილი და არაჯანსაღი ურთიერთობები V კლასის მოსწავლეთა შორის, ეს იყო ერთმანეთის უპატივცემულობა, უხეში მიმართვა, ერთმანეთის წარმატებაზე არასასურველი რეაგირება, გაბუტვა, პატარა რამეზე განაწყენიანება და ა.შ.
   მოსწავლეებზე დაკვირვებით და კლასის საჭიროებების გამოკვლევით დავადგინე, რომ აღნიშნულის მიზეზი იყო ემოციების უკონტროლობა.  ამ მიმართებით კვლევის განხორციელება ეფექტიანი გამოდგა, მიზნის შესაფერისმა მეთოდებმა საშუალება მომცა გავსულიყავი შედეგზე. თავდაპირველად დავიწყე მოსწავლეებისათვის ნაცნობი თემით, თანდათან გავართულე ინტერვენციები, რომელიც ჩავატარე, როგორც საგაკვეთილო, ისე არასაგაკვეთილო პროცესის დროს .
      განხორციელებული ინტერვენციების შემდეგ კი სარგებელი ნახეს მოსწავლეებმა              მასწავლებლებმა და მოსწავლეთა მშობლებმა.
   პრობლემების გადასაჭრელად განხორციელებულმა ინტერვენციებმა გააუმჯობესა ურთიერთობა არა მარტო მოსწავლეებსა და მასწავლებლებს შორის მოსწავლეებს შორის.
მათ ერთმანეთთან ნაკლები უთანხმოება აქვთ. მოსწავლეთა და მასწავლებლებს შორის ურთიერთობა დათბა და ნდობა უფრო გაძლიერდა.
კვლევაში აქტიურად იყო ჩართული სკოლის დირექცია და შედეგები გავუზიარე სკოლის თითქმის ყველა მასწავლებელს.
ყველამ აღნიშნა, რომ შედეგები მათაც დაეხმარება დაგეგმილი აქტივობებისა და საგაკვეთილო პროცესის დროს მოსწავლეებთან ურთიერთობაში.
   კვლევის შედეგების პრეზენტაციაზე გამოიკვეთა მსურველები კვლევის შედეგების გაზიარებისათვის, ზოგიერთი ამ კლასის მასწავლებელი, რომელიც იმავდროულად კლასის დამრიგებელი არის, გზადაგზა ეცნობოდა ინტერვენციებს და შედეგებს გასაზიარებლად. მაგალითად, VII კლასის ხელმძღვანელსაც აქვს მსგავსი პრობლემები და გადაწყვიტა ამ ინტერვენციების  კლასში დანერგვა.
     კლასის შედეგები გაიზიარა დაწყებითი კლასის მასწავლებლებმა. მათ ჩათვალეს, რომ ემოციების კონტროლზე ყურადღების გამახვილება სჭირდებათ, რადგან პრობლემები V კლასში შეიქმნა და ფიქრობენ, რომ ინტერვენციების მოდიფიცირება კლასში ასაკის შესაბამისად გავა დადებით შედეგზე.
  კვლევის შემდეგ ვფიქრობ, პროფესიულად უფრო გავიზარდე, რადგან ზემოაღნიშნული ლიტერატურის გაცნობამ ბევრი შემძინა. გარდა ამისა, კოლეგებთან ერთად დამაფიქრა ერთმა საკითხმა, ჩვენ კარგად არ ვიცნობთ მოსწავლეთა შინაგან ბუნებას, მათ ფსიქოლოგიას, საჭიროა,მშობლ ებთან შეხვედრა.

                                                                                                      


No comments:

Post a Comment