Sunday, May 12, 2019

წარვადგინე ჩემი პროექტი,ნაწილმა მისი დადებითი,ხოლო ნაწილმა უარყოფითი მხარეები გამოკვეთეს,გავითვალისწინე მათი შენიშვნები და გავასწორე პროექტის გეგმა,მეც გავეცანი კოლეგების პროექტებს,მივეცი შესაბამისი შენიშვნები
დასრულდა  ჩვენი ტრენინგი,გავიარეთ ინტელის სწავლების კურსი-პროექტებით სწავლება,ტრენინგზე მიღებულ ცოდნას აუცილებლად გამოვიყენებ ჩემს შემდგომ მუშაობაში

Saturday, May 11, 2019

მე-8 დღე

დღეს დავხვეწე პროექტის გეგმა,მიზნები,გამოვაქვეყნე პორტფოლიო,გავეცანი პროექტის ფასილიტაციას,ჯგუფების შექმნის პრინციპებს,გავეცანი პორტფოლიოს ჩეკლისტს,მოვამზადე პროექტი პრეზენტაციისათვის,ტრენინგი იყო ნაყოფიერი და საინტერესო

Sunday, May 5, 2019

მე-7 დღე

დღეს გადავხედე პროექტის გეგმას,დავხვეწე,ჩავასწორე,განვავრცე პროექტის გეგმა,გავეცანი დიფერენცირებულ სწავლებას,რომელიც გავწერე ჩემი პროექტის გეგმაში,ვისწავლეთ რესურსების მოძიოება და გადმოწერა,განვაახლე ინფორმაცია დისკზე.
ტრენინგი ძალიან საინტერესო იყო,დრო შეუმჩნევლად გავიდა,ტრენერი კარგად გვიხსნიდა მასალას,მოგვცა სახლში შესასრულებლად დავალება

Saturday, May 4, 2019

მეექვსე დღე

გავეცანი,როგორ შეფასდეს მოსწავლის სწავლა,დავალაგე ხუთი მიზანი,დავიწყე პროცედურების დაწერა,გადავავლეთ თვალი  შეფასების სტრატეგიებს
დღევანდელი ტრენინგი იმით იყო მნიშვნელოვანი,რომ ვისწავლე სურათების არჩევა-შენახვა,ტრენინგი სახალისო და საინტერესო იყო,კმაყოფილი ვარ დღევანდელი მეცადინეობით.